ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდას მდინარე მტკვარში ეძებენ

15 აგვისტოს გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდას მესამე დღეა ეძებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს და ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე, ორი ახალგაზრდა, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე სამუშაო ადგილიდან გავიდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან იკარგება. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 9:00 საათზე შევიდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....