“პირველ რიგში ველოდებით დროს, ჯერ არ ვიცით როდის იქნება შეხვედრა. გვენქება საუბარი იმ თემებზე, რაც არის დაკავშირებული შემთხვევის ადგილთან, ჩვენთვის სარწმუნოა, რომ იქ ავტომობილი არ იდგებოდა და უკვე იმ ვარაუდთან, რომ ავტომობილი არის იქ მიყვანილი. დაკავშირებულია, რომ კვალიფიკცია უნდა შეიცვალოს და დადგინდეს, ვინ მიიყვანა იქ ავტომობილი.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.