“თამარი მუშაობდა რაღაც გარკვეულ პროექტზე. იმ პროექტზე მუშაობისას, სრულიად შემთხვევით წააწყდა ამ ფაილებს. ბავშვმა არ იცოდა რა ფაილები იყო ეს. სძლია ცნობისმოყვარეობამ და გახსნა. გახსნა და იქ ისეთი მაკომპრომიტირებელი ფაქტები იყო, რომ შეშინებული იყო ბავშვი მაგ პერიოდის განმავლობაში. თვითმკვლელობის ინსცენირებაა დადგმული.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.