თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი განცხადებას ავრცელებს, მამაკაცზე, რომელიც ბათუმში სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა.
როგორც რატიანი აღნიშნავს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება, კერძოდ: დაჟეჟილობები, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ქალა-ტვინის ტრავმა და ა.შ”, – აცხადებს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.