ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2-დღიანი ძებნის შემდეგ, 21 წლის ბიჭის ცხედარი ზღვაში იპოვეს

ურეკში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც მაშველები 15 აგვისტოს შემდეგ ეძებდნენ.

მამაკაცი ურეკში დასასვენებლად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ახალციხეში ცხოვრობდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ ახალგაზრდას ზღვიდან გამოსვლა გაუჭირდა, მეორე კი წყალში მის დასახმარებლად შევიდა. მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს.

“საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი და დრონი”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....