ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბაუჰაუსი” გაუჩინარებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

15 აგვისტოს გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდასთან დაკავშირებით, “ბაუჰაუსი” სოციალურ ქსელში განაცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის ახალგაზრდებთან დაკავშირებით სიახლე არ არის.

„მეგობრებო, ჯერ სიახლე არ გვაქვს, ისევ ვეძებთ. აუცილებლად დავწერთ აქ, როგორც კი რამეს შევიტყობთ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის”, – აცხადებენ “ბაუჰაუსში”.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე, ორი ახალგაზრდა, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე სამუშაო ადგილიდან გავიდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან იკარგება. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 9:00 საათზე შევიდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....