aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ როგორც ჩანს დაინტერესდით და გამოაცხადეთ, რომ მინსკში ვიყავი. ჯერ გადაამოწმეთ” – პრეზიდენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მინსკში განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მინსკში ის არ ყოფილა.

“თქვენ როგორც ჩანს დაინტერესდით და გამოაცხადეთ, რომ მინსკში ვიყავი. ჯერ გადაამოწმეთ”, – თქვა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტს, ვინ იმყოფებოდა მინსკში სპეციალური რეისით, ზურაბიშვილმა უპასუხა – “ეს თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ”.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულს საკითხზე ცოტა ხნის წინ კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყება აცხადებს, რომ მინსკში სპეიცალური რეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა.

იტვირთბა....