ახალი ამბები მთავარი ციტატა

“თეთრწყაროში 21 და 22 ივლისს იმიტომ გამოირთო შუქი, რომ მანქანა ისე მიეყვანათ, მოწმე არავინ ყოფილიყო” – ბაჩალიაშვილის დედა

“21 და 22 ივლისს ზუსტად იმიტომ გამოირთო შუქი, რომ დანარჩენ დღეებში მანქანა ისე ყოფილიყო მიყვანილი და დადებული იმ ადგილას, რომ ამის მოწმე არავინ არ ყოფილიყო. ჩემი ეჭვი ის არის, რომ ეს „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი, რომ ყოფილიყო აქამდე იქნებოდა გამოძიებული, აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველანაირად ატერორებენ თეთრიწყაროს რაიონს. ჩვეულებრივი ადამიანი ყველას ვერ დააშინებს, არიან ისეთები, რომლებიც ზუსტად აშინებენ და ქვეყანაში, სადაც მიუწვდებათ ხელი ყველაფერს იყენებენ.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა

როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, “ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება, თამარის ფსიქოლოგიური ტიპი და ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების მანძილზე და არა ერთ დღეს, სპონტანურად. თამარს ორშაბათს კომპიუტერი უკვე სამსახურში უნდა დაებრუნებინა. ამის გაკეთება იმიტომ გადაწყდა შაბათს, რომ არ დაბრუნებულიყო კომპიუტერი და აღმოჩენილიყო მათ ხელში. კომპიუტერზე იყო „ფლეშკა“, რომელიც დაიკარგა.”

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....