ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გაგშიფრეთ და არ მოგეწონათ, მაგრამ ვერ გაგექეცით. მეშინოდა ჩემი ოჯახისთვის არ გევნოთ… მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი” – თეონა თამაზაშვილის ემოციური წერილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.

თეონა თამაზაშვილის წერილს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“თქვენს შავ ბურუსში გამხვიეთ, თქვენს ბოროტებას შევეწირე, თქვენი სატანის სახეებს ფარდა ავხადე. გაგშიფრეთ და არ მოგეწონათ. მაგრამ ვერ გაგექეცით. მეშინოდა ჩემი ოჯახისთვის არ გევნოთ. უძლური გავხდი. თქვენ დღე ღამეთ აქციეთ, გულები დააბნელეთ. ყველა გაგვიმეტეთ. მარტო მე არ მომკალით, ჩემი მშობლებიც გაანადგურეთ. საქართველოს გულში ლახვარი გააუბნიეთ. ქვეყანა დააბნელეთ. არ ვიცი როგორ გაგქცეოდით. ყველანაირად შემარყიეთ. თქვენი ბოროტების მარწუხების ქვეშ მომაქციეთ. მაგრამ მე დაგამარცხეთ, პატარა გოგომ დაგამარცხეთ, დიახ მე თქვენზე გავიმარჯვე. ამიტომ შეგეშინდათ ჩემი. გამწირეთ მაგრამ ამით მე სიკვდილი დავამარცხე. ჩემი ერთი სული წაიღეთ მაგრამ ათასი სულით დავბრუნდი. სამართალს დავამყარებ. უფრო მეტად გეშინოდეთ ჩემი ვიდრე ცოცხალს გეშინოდათ ჩემი.ნათელი დადგება საქართველოს ცაზე. თქვენს სიბოროტეს დავწვავ. ყველა გაგვამწარეთ. მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი. 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს” – წერს ბაჩალიაშვილის დედა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

იტვირთბა....