ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახდება თუ არა ქობულეთი ახალი ეპიდაფეთქების კერა – გამყრელიძის განმარტება

გამყრელიძე
ქობულეთის “წითელ ზონად” გამოცხადების რისკი, ამ დროისთვის, არ არსებობს. ამის შესახებ მედიკოსები საუბრობენ. ადგილზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩავიდა. მისი თქმით, ქობულეთში სიმშვიდეა და პანიკა არ არის. იგი ვარაუდობს, რომ ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება. ამის შესახებ გამყრელიძემ “კურიერს” განუცხადა.

“არ არის ეს მეორე ტალღა. პროგნოზირებადი იყო რომ ასე იქნებოდა, იმიტომ რომ შემსუბუქდა რეგულაციები და სწორედ ეს გახლავთ შედეგი. გაიხსნა ტურიზმი, ხალხი მოძრაობს, მობილობა გაზრდილია. ინფექცია არსად არ წასულა, ცირკულირებს და იქნებოდა შემთხვევების ზრდა, ეს პროგნოზირებადი იყო. ეს ზრდა არ არის დიდი, ორნიშნაა, ზოგჯერ 13-ია. ზოგჯერ 15, 25-იც იყო. ეს არ გახლავთ პანიკის საფუძველი, ეს ყველაფერი მართვადია და იმართება ნორმალურად” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისათვის, ქობულეთში, ბუნგალო ჰავანაში მომუშავე კიდევ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯამში, აჭარაში ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ორი ქობულეთის კონტაქტია, ხოლო ორი კი შემოტანილი.

იტვირთბა....