ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქობულეთში კორონავირუსთან მიმართებაში საპანიკო არაფერია, პროცესი მალე ჩაქრება”

“ქობულეთში კორონავირუსთან მიმართებაში საპანიკო არაფერია, პროცესი მალე ჩაქრება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე გამოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 91 პირი და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„ქობულეთში არაფერი საპანიკო არ არის. შემთხვევა დადასტურდა ერთ-ერთ კაფეში, სადაც ღია სივრცეში ხალხის შეკრება იყო. სამივე ინფიცირებული თბილისიდან არის ჩამოსული. ისინი ზაფხულობით დასაქმებულები არიან ქობულეთში. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი.

თვითონ ამ კაფე-ბარში გამკაცრებულია რეგულაციები, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. დაახლოებით, 91 ადამიანია გამოკვლეული. ვფიქრობთ, ქობულეთში პროცესი მალე ჩაქრება. ასე რომ ზაფხულის სეზონს არავითარი საშიშროება არ ემუქრება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი კვლავ 1088 შეადგენს.

იტვირთბა....