ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

“თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი”

“ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

უგულავას განცხადებით, მცდელობას ერთპარტიული მმართველობისკენ „ევროპული საქართველოსგან“ წინააღმდეგობა მოჰყვება.

,,სრულიად უსაგნო და უსამართლო მგონია „ენმ“-დან ჩვენი კოლეგების აღშფოთება. დიახ, თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ, იოცნებოთ, ,,ერთპარტიულ გამარჯვებაზე“ (მ. სააკაშვილი). იმის უფლებაც გაქვთ, ამის გამო ჩაშალოთ ერთიან მაჟორიტარებზე კონსულტაციები, გაყოთ ოპოზიციის ხმები, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ტურში ბევრი ხუთიანი გავიდეს და ამით პარლამენტში 76 „ნაციონალის“ მოხვედრაზე იოცნებოთ, რომ შემდეგ მიშა კოალიციის გარეშე აირჩიოთ პრემიერად. დიახ, გაქვთ უფლება თქვათ „ენმ“-ს გამარჯვება მიშა სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა. ჩვენი, „ევროპულ საქართველოს“, და ასევე სხვა ოპოზიციის, უფლება და მოვალეობაა რომ განგიმარტოთ – ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა „ენმ“-ს და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს.

ესაა მოსახლების 73% სურვილი. ესაა ისტორიული მომენტი, გზაგასაყარი, რომ არცერთი მთავრობა აღარ იყოს ბატონი, არამედ-ხალხის მსახური, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიაშია. დიახ მეგობრებო, ნებისმიერი მცდელობა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისკენ, ჩვენგან, ევროპული საქართველოსგან, მოჰყვება წინააღმდეგობა, ეს ყველას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, ვინც კი ამაზე ოცნებობს…

პ.ს. სრულიად გაუგონარია საკითხის ასე დაყენება-თქვენს მაჟორიტარებს ჩვენი ხმები არ უნდათ?! უნდათ მხარდაჭერა ივანიშვილის მანქურთების წინააღმდეგ, ისევე როგორც თქვენ გჭირდეგათ ჩვენი და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა. ამასთანავე, არცერთ მაჟორიტარულ შეთანხმებაში ეს [პრემიერობის] საკითხი არც კი დასმულა, არათუ განხილულა. ერთიანი მაჟორიტარები ივანიშვილზე გამარჯვებისთვისაა საჭირო რაც ჩვენი საერთო ამოცანაა. ამ თემას თავიდან აღარ გავხსნი. და უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს წარმატებას ვუსურვებ“, – წერს გიგი უგულავა.

იტვირთბა....