ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი, შაბათს ნიუ-იორკის საავადმყოფოში გარდაიცვალა – ინფორმაცია ამის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა.

“მძიმეა ამის გაზიარება, რომ ჩემი შესანიშნავი ძმა, რობერტი, მშვიდობიანად გარდაიცვალა. ის ჩემთვის არ იყო მხოლოდ ძმა, არამედ საუკეთესო მეგობარი. ძალიან დამაკლდება, მაგრამ ისევ შევხვდებით. მისი მოგონება ჩემს გულში ბოლომდე იცოცხლებს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

არსებული ცნობით, რობერტ ტრამპი რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის ჰოსპიტალში შაბათს მოათავსეს, თუმცა მისი ავადმყოფობის შესახებ დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.

იტვირთბა....