ფონიჭალაში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.