მთავარი ციტატა

“დავით ბაქრაძის მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა “ევროპულ საქართველოს” ძვირი დაუჯდება” – სამადაშვილი

“მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ამ ერთიანობას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს ევროპული საქართველოდან, სადაც მათ სჭირდებათ, მაგალითად თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის მხარდაჭერა.”

სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ამის შესახე სალომე სამადაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძემ გუშინ, “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი პარტიისთვის მიუღებელი იქნება მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ან პრემიერის პოსტზე ყოფნა.

იტვირთბა....