ახალი ამბები მთავარი

“არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში, გაიგეთ, რომ ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“ – ლუკაშენკო

„არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში, გაიგეთ, რომ ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციებს საზღვარგარეთიდან ქვეყანაში ჩასული პირები მართავენ.

„უკვე დაიწყო აგრესია ქვეყნის წინააღმდეგ, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები, ვიდრე მინსკის გადატრიალება სურთ. პრეტენზიებს ვერავის წავუყენებ, ერთადერთი ვთხოვ მინისტრს და სხვებს, ჩვენ მაინც სლავები ვართ, თუ ადამიანი მიწაზე წევს აღარ სცემოთ, მუხრუჭია საჭიროა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო

იტვირთბა....