მთავარი ციტატა

“უშველებელი ღალატი იყო იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა” – ვოლსკი

„2008 წლიდან მოყოლებული ჯერ შიშით და 2012 წლის შემდეგ, სავსებით ხაზგასმით არაერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, რომელთაც ოჯახის წევრები დაეხოცათ, 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსები ამაში არ მონაწილეობდნენ. ჯერ ეს იყო უშველებელი ღალატი და შემდეგ იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და იმის ხელმოწერა, რომ რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.”

გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი გამოეხმაურა დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

იტვირთბა....