მთავარი ციტატა

“ქვეყნის მოღალატეები ვითომ გაღმა შედავებით ფარცხავდნენ საკუთარ დანაშაულს სამშობლოს წინაშე, მაგრამ ბოლოს არაფერი იმალება” – ყაველაშვილი

„დავით ბაქრაძემ ქართული ჯარის დადანაშაულება ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში ღალატი კი არა, კომპრომისია და სწორად მოვიქეცითო, კომენტარიც არ სჭირდება ამას. მე უბრალოდ სხვა ნაცების და მათი მხარდამჭერების (თუ ასეთები კიდევ არსებობს) აზრი მაინტერესებს ამ თემაზე!

P.S. ერთი ფაქტია, უკვე წლებია, სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები, ვითომ გაღმა შედავებით ფარცხავდნენ საკუთარ დანაშაულს სამშობლოს წინაშე, მაგრამ ბოლოს არაფერი იმალება!“

მიხეილ ყაველაშვილი – პარლამენტის სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

იგი გამოეხმაურა დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. 

იტვირთბა....