“მინდა გითხრათ, რომ ბოლო დღეებში, თბილისში 1000-მდე ადამიანმა მიაკითხა „ცხელების ცენტრებს“, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიაში იყო ნამყოფი, აქედან 9-ს გუშინ გამოვლინდა, მანამდე კიდევ იყო შემთხვევა გამოვლენილი, ვინც მესტიაში იყო ნამყოფი, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება. დანარჩენი 4 კონტაქტია, აქედან ერთი ოჯახის წევრია ადრე დადასტურებული, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში დადასტურდა.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.