“კორონა გრძელდება. როგორც ხედავთ, გეოგრაფიით რასაც ვაცხადებ – თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა – წესის დაცვა, ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა მაქსიმალურად, თუ არ შეგვიძლია ღია სივრცეში დისტანციის დაცვა, იქაც ნიღაბი და კორონა ასე თითო ოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, იქნება ბევრი და რას ნიშნავს ეს ბევრი? გადახედეთ სხვა ქვეყნების მედიას და ნახავთ რა იქნება.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.