aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით შექმნილი ვითარება ქობულეთში – ვირუსით ინფიცირებული ქალი კაფეში ვიზიტორებს თერმოსკრინინგს უტარებდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქობულეთში კაფე “ჰავანაში” მომუშავე ქალს, რომელიც ვიზიტორებს თერმოსკრინინგს უტარებდა კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის დაწესებულების ყველა თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. იკვლევენ ინფიცირებული ქალის ყველა კონტაქტს.

დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებას მოუწოდა – ის ვინც ბოლო დღეებში ქობულეთის კაფე “ჰავანას” სტუმრობდა და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ, აუცილებლად უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს.

რაც შეეხება რესტორანს, დაწესებულების მენეჯერი აცხადებს, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგები უკვე იმყოფებოდნენ, ჩატარდა რესტორნის დეზინფექცია, შედეგად კი სტუმრების მიღება არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენს და რესტორანმა მუშაობა უკვე განაახლა.

“მოსულები იყვნენ და დილის 8 საათზე ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები, მას შემდეგ ველოდებით პასუხებს. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR კვლევა და რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. როდესაც ჩვენთან მუშაობდა, ქალბატონს არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა. ჩვენთან ყოველდღიურად მიმდინარეობდა თანაშრომლების თერმოსკრინინგი და სპეციალურ ჟურნალში ვსახავდით ხოლმე ყველას ტემპერატურას,” – აცხადებს სასტუმრო “ჰავანას” მენეჯერი.

იტვირთბა....