მთავარი ციტატა

“ვალების გადასახდელად მოგვიწევს ეროვნული სიმდიდრის გაყიდვა, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა და ჩვენ ჩვენს ქვეყანაში აღმოვჩნდებით ხიზნები”

“ამ თანხის უდიდესი ნაწილი ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა კორუფციის გზით გაიტანა ოფშორულ ზონებში. არ მოხმარებია ის ეკონომიკის განვითარებას, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქვეყანა კვლავ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაშია ჩავარდნილი. ეს უქმნის ქვეყნას უდიდეს საფრთხეს, დეფოლტი გვემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ვალების გადასახდელად მოგვიწევს ეროვნული სიმდიდრის გაყიდვა, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა და ჩვენ ჩვენს ქვეყანაში აღმოვჩნდებით ხიზნები”

გიორგი გუგავა, “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივანი

“მთავარი არხი”

ცნობისთვის,   ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის ივლისში მთლიანი ვალის მოცულობამ 20 257 138 000 ლარი შეადგინა (6 594 335 000 დოლარი), ივნისში კი ეს მაჩვენებელი 18 766 661 000 ლარი იყო. აქედან მთავრობის საგარეო ვალი 19 475 792 000 ლარია, ეროვნული ბანკის კი 781 346 000 ლარი, რაც საგარეო ვალის რეკორდული მაჩვენებელია.

იტვირთბა....