გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები წინასასამართლო სხდომის ვადის 2 თვით გაგრძელებას მოითხოვენ.
ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური განმარტავს, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოსაპოვებლად 2-კვირიანი ვადა მისცა, რაც, მისი თქმით, საკმარისი არ არის.
„იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო და საშუალება არ მოგვცეს, მე და ადვოკატმა შოთა კახიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მივმარეთეთ წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზე და ველოდებით პასუხს. აღნიშნული პოზიცია დანარჩენი ბრალდებულების ადვოკატებთანაც გავიარეთ და ყველა თანახმაა, წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელდეს.
ბრალდებულებს 109-ე მუხლით ბრალი ახლახანს დაუმძიმდათ და რეალურად საშუალება არ მოგვეცა, 109-ე მუხლის ნაწილში გვემუშავა და მტკიცებულებები მოგვეპოვებინა, ვინაიდან სასამართლომ მხოლოდ 2 -კვირიანი ვადა მოგვცა. 109-ე მუხლის ნაწილში აღკვეთის ღონისძიება არავის არ აქვს შეფარდებული და შესაბამისად, არავინ იყო შეზღუდული დროში, რომ ჩვენთვის ეს ვადა მოეცა. პროკურატურის მოთხოვნა იყო 2 კვირა და სასამართლომაც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა“, – აცხადებს გიორგი გელხაური.
ცნობისთვის, გირგი შაქარაშვილის დაცვის მხარის ადვოკატებმა პროკურატურისგან საქმის მასალები მოითხოვეს. ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი აცხადებს, რომ უწყებას მასალებს “პირველი” საქმის წარმოებიდან სთხოვენ და აქვთ მოლოდინი, რომ დამძიმებული ბრალის გარემოებები და მტკიცებულებები ამ საქმის მასალებშიც იქნება.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.