ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის საქმეში “ძველი მასალები” გამოვითხოვეთ” – ბრალდებულის ადვოკატი

გირგი შაქარაშვილის დაცვის მხარის ადვოკატებმა პროკურატურისგან საქმის მასალები მოითხოვეს. ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი აცხადებს, რომ უწყებას მასალებს “პირველი” საქმის წარმოებიდან სთხოვენ და აქვთ მოლოდინი, რომ დამძიმებული ბრალის გარემოებები და მტკიცებულებები ამ საქმის მასალებშიც იქნება.

“ჩვენ მოვთხოვეთ დღეს საქმის მასალები წერილობითი განცხადებით, თუმცა არა 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით არამედ მანამდე არსებულ, თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით, გვქონდა კომუნიკაცია, ამზადებენ გადმოსაცმეად. გვაქვს ვარაუდი, რომ მეორე საქმეშიც იქნება იგივე მასალები, ჩვენ ჩავიბარებთ და გვექნება საშუალება გაუთქმელობის გარეშე, ვისაუბროთ მტკიცებულებებზე”, – აცხადებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, საქმეს ჩამოაშორეს.

ადვოკატები პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მიმართავენ და ამბობენ, რომ დაირღვა მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებებიც, რადგან ბრალდებულებს არ სურთ სახაზინო ადვოკატებმა დაიცვან.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.

 

იტვირთბა....