ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოსახლეობას 9 წელს პრევენციის მიზნით ვახსენებთ…” – სესიაშვილი

“ქართული ოცნება “9 წელს” მოსახლეობას პრევენციის მიზნით ახსენებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს, თუმცა საზოგადოებას “საფრთხეებს” ახსენებს:

“ხალხთან მივიდნენ და ბოდიშები იხადონ, ერთი ბოდიში არ მოუხდიათ 8 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ არ აქვთ განცდა, რომ დანაშული ჩაიდინეს. ისინი არქმევენ სახელმწიფოს ღალატს კომპრომისს და ასეთი ხალხისგან პრეტენზიები რომ რატომ ვახსენებთ წარუსლს, მათი წარსული არის მათივე მომავალი.

საზოგადოებისთვის შეხსენება ეს არის პრევენცია… ეს პოლიტიკური ძალები, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მის კლასტერს არის საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელი, ეს არის ფაქტებით დამტკიცებული ამ ფაქტებს ამტკიცებს მათ შორის სტარსბურგის სასამართლო და დიახ, ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც ყოველდღიური გამოწვევები აქვს, მათ შორის უნდა შევახსენოთ ის, რომ თუ ეს ძალა მოვიდა, პრობლემებს შეუქმნის ჩვენს საზოგადოებას. მათ არანაირი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის, თუმცა საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ყველა საფრთხე”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

იტვირთბა....