“გუშინ ბატონმა ირაკლი შოთაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქმეში ნაწილობრივ ჩართულია ამერიკის ფედერალური ბიურო. წაშლილი ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან ნაწილობრივ აღდგენილია. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ინფორმაციაზეა საუბარი. FBI ჩაერთვება ექსპერტიზის მიმართულებით. საქმემ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, ამ კაცმა გულთან ახლოს მიიტანა და ვენდობით მას. შეხვედრები პერიოდულად იქნება”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის მამა
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.