ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში” – ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისას მათ ექნებათ საკუთარი პირობები, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში – ამის შესახებ ბაქრაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

ბაქრაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც, მათი გადმოსახედიდან, მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ.

„როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ, ძალიან დიდი ალბათობით, ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ, არ იქნებიან ადამიანები, ვინც, ჩვენი გადმოსახედიდან, მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად.

რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; მიგვაჩნია, რომ სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად, მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....