aviabiletebi
საზოგადოება

“ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ შენს გასვენებაში უნდა მოვიდე” – მომღერალი ნიკო ბერიძე ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ მსახიობზე

“ლაშა კუხიანიძე ჩემი მეგობარი იყო… ბელის ვეძახდით. დრამატულ თეატრში გავიცანი. მაშინ მისი მეგობარი, ასევე ქუთაისელი თორნიკე ბარამიძე თეატრალურის სტუდენტი იყო და ლაშა მასთან ჩამოვიდა ბათუმში. მაშინვე ჩემი “ლუბიმჩიკი” გახდა. ლაშა და თორნიკე, თოთი, განუყრელი მეგობრები იყვნენ. უერთმანეთოდ ვერც ერთი ვერ წარმომედგინა. ახლა რას განიცდის თორნიკე, წარმომიდგენია. ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა, გაცნობის დღიდან. მე და აჩიკო გოგიტიძე სადაც კი მივდიოდით, ლაშას სულ თან დავატარებდით. მუდამ მომღიმარი იყო. ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი. ნიჭიერი მსახიობი იყო. საერთოდ, უნიჭიერესი კაცი იყო!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკო ბერიძე – მომღერალი

მანამდე, მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა: “ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ შენს გასვენებაში უნდა მოვიდე.”

შეგახსენებთ, რომ ლაშა კუხიანიძე, რომელიც 12 აგვისტოს დაიღუპა, ბათუმის თეატრის მსახიობი იყო და გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაქორწინდა.

იტვირთბა....