ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამ ვაჟბატონის გასალანძღი სააკაშვილი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტი იყო, ნამდვილად არ გვყავს” – ჩარკვიანი

“სულ იხმარო ეთერში სიტყვა: ჯანდაბა, ქვესკნელი და შემდეგ ისაუბრო განათლების სისტემაზე, სირცხვილია ეს მსმენელთან. გაუნათლებელი ლაპარაკობს განათლებაზე. შემდეგ ეს რესპოდენტი გამოდიოდეს და ლანძღავდეს ისეთ განათლებულ და რეფორმატორ ადამიანებს, როგორიც ვთქვათ გიორგი ვაშაძეა, მაპატიეთ, მაგრამ ამ ვაჟბატონის გასალანძღი იგივე სააკაშვილი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტი იყო, ნამდვილად არ გვყავს. არ გვაქვს ის ფუფუნება ჩვენ, რომ ვალანძღინოთ, მწირი ლექსიკის მქონე პოლიტიკანებს ადამიანები, რომლებსაც უკვე რაღაც აქვთ შექმნილი.”

თაკო ჩარკვიანი – “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი

ამის შესახებ ჩარკვიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა. წამყვანის კითხვაზე: აღნიშნული ციტატა არის თუ არა ალეკო ელისაშვილის მისამართით ნათქვამი, ჩარკვიანი ამბობს, რომ ამას მაყურებელი თავად გადაწყვეტს.

იტვირთბა....