ახალი ამბები მთავარი სამართალი

უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, გარდაცვლილის წაშლილი მიმოწერა სოციალური ქსელიდან და მასალები Youtube-დან აღდგენილია

23 წლის დაღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები უკვე ჩართულები არიან.

როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, გენერალურ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ შოთაძემ შეატყობინა, რომ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, გარდაცვლილის წაშლილი მიმოწერა სოციალური ქსელიდან და მასალები Youtube-დან აღდგენილია.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს დღეს Facebook-სა და Instagram-ის აღდგენილი ინფორმაციის ნაწილი გააცნეს. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მასალა მოცულობითია, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქმეში გაჩენილი ახალი ინფორმაცია გამოძიებას მკვლელობის ვერსიისკენ წაიყვანს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....