ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მასალები, რომელიც გადმომეცა ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“დეტალურად ვისაუბრეთ ყველა თემაზე. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები. გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით, რაც სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს ეხება. ძალიან მალე ეს მასალები ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს.”

მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....