კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადად 12 დღე განისაზღვრა – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია აღნიშნული.
დადგენილების მიხედვით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.
ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12 დღის განმავლობაში კარანტინს.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კარანტინის ვადად 14 დღე იყო განსაზღვრული.