მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში პარლამენტარობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ “ფორმულანიუსს” დაუდასტურა. როგორ მან აღნიშნა, ის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი არ იქნება.
მირიან ნიკოლაძე “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი და გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია. როგორც ნიკოლაძემ აცხადებს, პარტიის შეხედულებებთან სრული თანხვედრა აქვს და მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.