„არ ვამბობ იმას, რომ იდეალურები ვართ, ბუნებრივია, შეცდომები მოგვდის, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს ვასწორებთ და წინ მივდივართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეცდომების დანახვის უნარიც, აღიარების უნარიც და ამის გამოსწორების შესაძლებლობაც.
ჩვენი გუნდი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნება“, მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მჯერა, რომ მთავარ მონაპოვარს კიდევ უფრო განამტკიცებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში.”
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ამის შესახებ ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.