თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ავტომობილის, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის ექსპერტიზებში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები ამერიკის ფედერალური ბიუროდან.
ამის შესახებ ადვოკატმა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით შეხვედრაზე საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია მიიღო.
„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა თემაზე. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები. გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით, რაც საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს ეხება სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულს. ძალიან მალე ეს მასალები ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს. ამავდროულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, ჩამოშორდა საქმე“, – განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.