ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებას ბაჩანა ლობჟანიძესთან – ბაჩალიაშვილის მეგობარი შსს-ში დაიბარეს

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. ამის შესახებ Report ავრცელებს. მისი განცხადებით ის ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაიბარეს, თუმცა 13 აგვისტოს მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია რა კითხვები ექნება მასთან გამოძიებას.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....