“კარგი შეხვედრა იყო, კმაყოფილი ვარ. მითხრეს, რომ FBI მეტნაკლებად უკვე ჩართულია. პროკურორთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და ჩვენს საქმეს ჩამოაშორეს. ბულინგი იყო ჩემს მაიმართ, როცა მითხრა, გინდა თუ არა ანძებიდან ამოვიღებთ ჩანაწერს, შენ მიეცი თუ არა ფურცელი გიორგი კაპანაძესო. რაც უნდა ის ამოიღონ”.
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ამის შესახებ თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება. შეხვედრა გშინ საგამოძიებო უწყებაში თეონა თამაზაშვილის დაკითხვას უკავშირდება. როგორც თამზაშვილი აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა.