“ტურისტულ სექტორში სრული სუბსიდირება უნდა მოხდეს იმ საპროცენტო ნაწილის, რომელსაც ბანკები ახდევინებენ ტურისტულ სექტორს, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ და მივმართავ პირადად გახარიას, ნუ ხართ დაკავებული მხოლოდ ტელევიზიაში პრანჭვითა და ცრუ საქმით. უმძიმეს ვითარებაში არის ქართული ეკონომიკა, შეეშვით ფულის კეთებას , ახლა მაინც ამ უმძიმეს პირობებში და რეალური ნაბიჯები, ქმედითი ნაბიჯები გადადგით ქართული ბიზნესის დასახმარებლად.”
გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მოუწოდებს, გაითვალისწინოს მისი გუნდის მიერ შემუშავებული სამი რეკომენდაცია, რომელიც სესხებზე პროცენტის ჩამოწერას, მანქანების რეექსპორტთან დაკავშირებით სპეცპროექტის გაკეთებას და ტურისტული სექტორის საბანკო პროცენტების სრულ სუბსიდირებას ითვალისწინებს.