მთავარი ციტატა

“14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სისხლიანი ასოებით ჩაიწერა”- ნინო ბურჯანაძე

“ზუსტად 28 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ჩვენს სამშობლოს უდიდესი უბედურება დაატყდა თავს. 14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სისხლიანი ასოებით ჩაიწერა. ამ დღის გახსენება მძიმეა თითოეული ქართველისათვის. უფრო მძიმეა იმის აღიარება, რომ ჩვენ ვერც 28 წლის წინ ვერ შევძელით ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი ტყვია შეგვეჩერებინა და ვერც 28 წლის მიუხედავად ვერ შევძელით ეს ტკივილი მოგვეშუშებინა.  არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი რომ საერთო დიალოგის ენა მოგვეძებნა მოწინააღმდეგესთან და ენგური და ფსოუ გაგვეთავისუფლებინა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებისაგან.

ნინო ბურჯანაძე – ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი

ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. 1 ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

იტვირთბა....