თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 პირის ინფიცირების წყარო სოფელი ლენჯერია. ეზუგბაიას ცნობით, 11 ახალი ინფიცირებული უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 2 შემოტანილი შემთხვევაა – ინფიცირებულები სატვირთოს მძღოლები არიან და ერთიც სამედიცინო პერსონალია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაში, მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მართვადია. გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში ყოველდღიურად 10-დან 15-მდე ეპიდბრიგადა მუშაობს. მისი თქმით, ახალი შემთხვევები პანიკის საფუძველს არ იძლევა.
„დღეის მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 2800-მდე ნიმუშია გამოკვლეული, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ინფექცია ძირითადად ლოკალიზებულია ლენჯერის თემში, თუმცა რამოდენიმე შემთხვევა გვაქვს დაბა მესტიაშიც. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნეს საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600-მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობს, ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და და ექნება სიპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს და დარეკონ 112-ზე და ჩაიტარონ კველვა. ასევე თუ არ აქვთ სიპტომები, მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტრონ PCR-კვლევა.
„არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დაუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრბა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ინფექცია თანთანათ მსუბუქდება. დიდი თავშეყრებისაგან თავი შევიკავოთ. თავი უნდა ავარითოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ვებგვერდის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 306 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა ჯამში 1085-ს შეადგენს.