“დაკითხვის შემდეგ, ქვეყანა უნდა დატოვოს დაჩი ბუაძემ, თუ უკვე არ დატოვა. ასევე უბნიდან უნდა აიბარგოს “კაწრო,” რადგან ეს ფიგურები საკმაოდ თვალში საცემია. როგორც ვიცი, ის ძალიან დატუქსეს ბერა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოების “ფეისბუქზე” გამოფენის გამო. ამის შემდეგ, მოძღვრებთან გადაღებული ფოტოების გამოფენა დაიწყო. თუ ისინი არ არიან წასული ქვეყნიდან, მალე წავლენ და არჩევნების დროს აქ არ იქნებიან, მაგრამ დარჩებიან სხვა “კაწროები,” რომლებიც მიიღებენ “მესიჯს,” რომ “თქვენ ხართ ხელშეუხებლები, ამ არჩევნებზე უნდა გააკეთოთ ყველაფერი, ის, რასაც ხელისუფლება დაგიკვეთავთ.”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
ამის შესახებ მან “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.