დიდუბეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი პირი დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები. დაშავებულები არიან 68 წლის ქალბატონი და 29 წლის მამაკაცი. ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მოთავსებული. ამის შესახებ :მეტრონომთან” დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
როგორც ქაშიბაძემ აღნიშნა, ქალბატონს სხეულის 25%-იანი, ხოლო მამაკაცს სხვეულის 15%-იანი დამწვრობები აღენიშნებათ.
“ერთი პაციენტი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, ესაა 68 წლის ქალბატონი, მას აღენიშნება სხეულის 25% თერმული დამწვრობა, ესაა, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა. ასევე, აღენიშნება დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დაზიანება. აქვს დამწვრობა სახეზე და ორივე ზედა კიდურზე. ეს ქალბატონი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაშია, დიაგნოზი საკმაოდ სერიოზულია,” აცხადებს ქაშიბაძე.
რაც შეეხება მეორე დაშავებუის მდგომარეობას, ქაშიბაძის განმარტებით, ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
“მეორე დაშავებული 29 წლის მამაკაცია. მას აღენიშნება 15%-იანი დამწვრობა, მას აქვს დამწვარი თავი და თვალები, აქვს მეორე-მესამე ხარისხის დამწვროვა და მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში,”- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, აფეთქება დიდუბეში დღეს დილით მოხდა. ცეცხლი საცხობში გაჩნდა. უბედური სემტხვევის შედგად ორი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
თათია შაიშმელაშვილი