ახალი ამბები მთავარი სამართალი სამხდრო

დიდუბეში აფეთქების შედეგად ორი პირი დაშავდა – როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

დიდუბეში აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია, ცეცხლი საცხობში გაჩნდა. აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, ორმა თანამშრომელმა დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

(ფოტო “მთავარი არხი”)

იტვირთბა....