გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრუწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, გურამ ამირხანაშვილი და შაქარაშვილი ერთად იმალებოდნენ ფერადი შენობის უკან. მისივე თქმით სწორედ იმიტომ გადაწვეს ის ტერიტორია, რომ იქ შეიძლებოდა დნმ-ის პოვნა.
თამაზ ხომასურიძე ითხოვს მისი არასრუწლოვანი შვილი გაატარონ სიცრუის დეტექტორზე და ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორზე შემოწმების ჩანაწერი გავიდეს პირდაპირ ეთერში. ამასთან, იგი საუბრობს პროკურატურის ბრიფინგზე და სვამს კითხვას – მისი შვილი თუ დაედევნა გიორგი შაქარაშვილს, იგივე დროს, ასევე იგივე პიროვნება (ზ.ხ.) როგორ ესაუბრებოდა ამირხანაშვილს?
თამაზ ხომასურიძე საუბრობს მირიან ნიკოლაძეზეც და ამბობს, რომ იგი “იცავდა ნარკობარიგებს, რომლებსაც ათასობით შაქარაშვილი ჰყავთ დაღუპული”. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” გადაცემაში განაცხადა.