“დიახ, პრემიერმინისტრობას ვაპირებ და ვაპირებ იმიტომ, რომ ქვეყანაში აღარც ერთი მშიერი ადამიანი იყოს და ნაგავსაყრელზე არ უწევდეს არავის საჭმლის ძიება. ეს არის ჩემი მიზანი და ამისთვის მჭირდება, რომ თუნდაც, გავხდე პრემიერმინისტრი. მინდა ვაჩვენო ხალხს, რომ საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ჩვენ ყველას შეგვიძლია აღმაშენებლობა დავიწყოთ ქვეყანაში.”
გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ახალი საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ ვაშაძემ “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.