aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ე.წ ჯართის დამჭრელი დაკავშირებულია კიდევ ერთ გაუჩინარებულ გვამთან” – ელისო კილაძე შაქარაშვილის საქმეზე

“ე.წ ჯართის დამჭრელი არის ლევან ყარყარაშვილი, რომლის გამოც თურმე შენობის წინა მხარე გადაიწვა. ეს პირი წარსულში ნასამართლევია, შაქარაშვილების მეზობელია ვაზისუბანში, ასე ერთ მშვენიერ დღეს თურმე  ნარეკვავში მივიდა და გადაწყვიტა, დაეჭრა ჯართის ბოძი. იგი დაკავშირებულია კიდევ ერთ გაუჩინარებულ გვამთან, 2006 წელს. გვამი დღემდე არ აღმოუჩენიათ. როგორ დაგიჯეროთ? მართლა “მწყემსცენტრი” ხართ. ბოლომდე ჩამოგიშლით ამ საქმეს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

ამის შესახებ კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში მთავარი აქცენტები განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადების მიხედვით, 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია.

„შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....