“მე პირადად “ლელოს” თბილისში ორი ოლქი შევთავაზე. მათი გადასაწყვეტი იყო ვინ იქნებოდა, მაგრამ პირველ რიგში ორ მათ ლიდერს ეხებოდა. დათო უსუფაშვილი ოლქში სულ აღარ არის და ბადრი ჯაფარიძე ძალიან სერიოზული კონკურენციის ოლქშია, საბურთალოზე. ეს მათი არჩევანია.
ხომ ამბობდნენ, რომ ვაკეში არავითარ შემთხვევაში არ დავაყენებთო, სიტყვის კაცი ვარო და ელენე ხოშტარიას არ დავუყენებ კონკურენტსო, მაგრამ დაუყენეს. არ ვერჩით, მშვენიერი ტექსტი დაწერა ელენემ. ჩემი აზრით, ლევან კობერიძე აუტსაიდერია იმ ოლქში, მაგრამ არის კანდიდატი.”
დავით ბერძენიშვილი – “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ბერძენიშვილმ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ “ლელომ” ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძე 12 აგვისტოს წარადგინა. მანამდე, ივნისში, “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური გაერთიანება ელენე ხოშტარიას მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებდა.