“მე საელჩოებს მივაწოდე ინფორმაცია მუქარაზე. ისევ დატრიალდა ტროლები, ბოტები და გარკვეული პირების ძალიან ცუდი კომენტარები. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა არ მჭირდება საზღვარგარეთ არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს. ეს თქვენ გჭირდებათ და მგონი, თქვენ გექნებათ გასაქცევი გზა, სხვებს დასჭირდებათ თავშესაფარი.”
მიხეილ რამიშვილი – 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი
ამის შესახებ რამიშვილმა ტვ პირველის გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა. მან მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ისაუბრა.