მთავარი ციტატა

“ულამაზესი გოგონა საკუთარ თავს ეპრანჭება და უყვარს საკუთარი თავი” -ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის მიერ 18 ივლისს გადაღებულ სელფზე

“თამუნამ 18 ივლისს სელფი გადაიღო დილით. მომღიმარი, ულამაზესი გოგონა საკუთარ თავს ეპრანჭება და უყვარს საკუთარი თავი. დაკარგვის დღეს არის გადაღებული. ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან კარგი სკოლა მაქვს  გავლილი ფსიქოლოგიის.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ რამიშვილა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბაჩალიაშვილს გაუჩინარებამდე 6 ფოტო აქვს გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....