მთავარი ციტატა

“შეთანხმების დარღვევა არ არის, რადგან შეთანხმება არ ყოფილა” – კობერიძე “ლელოს” მიერ ვაკის ოლქში კანდიდატის დაყენებაზე

“შეთანხმების დარღვევა არ არის, რადგან შეთანხმება არ ყოფილა. ამასთან, ლელო არის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც თავისი ადამიანური რესურსით, თავისი პოლიტიკური შინაარსით და იმ ამბიციით, რომ მას შეუძლია გახდეს ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ის ვალდებულია, რომ ყველა სამაჟორიტარო უბანში ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი”.

ლევან კობერიძე – პარტია “ლელოს” წევრი, ვაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი

ამის შესახ კობერიძემ მედიას განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ “ლელომ” ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძე 12 აგვისტოს წარადგინა. მანამდე, ივნისში, “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური გაერთიანება ელენე ხოშტარიას მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებდა.

იტვირთბა....